მისია
მაღალი ხარისხის და თანამედროვე საყოფაცხოვრებო, ჰიგიენური და პროფესიონალური მოხმარების away-from-home საშუალებების შექმნა მომხმარებელზე, თანამშრომლებზე, საზოგადოებაზე და პლანეტის რესურსებზე ზრუნვით.
«ბიოსფერა»-ს პროდუქცია შექმნილია არამხოლოდ სხვადასხვა სამომხმარებლო ჯგუფების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, არამედ პოზიტიური ემოციების გამოსაწვევად. კომპანიის სლოგანი «ჩვენ ვქმნით ფასეულობას» ასახავს ინოვაციების შემოტანის სურვილს, რაც ცხოვრებას კიდევ უფრო უკეთესს, კომფორტულსა და მშვენიერს ხდის. ჩვენ ვქმნით ფასეულობას პროდუქტში, ურთიერთობებში, ჩვენს მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და გუნდთან კომუნიკაციებში.
სტრატეგია
კორპორაციის განვითარების სტრატეგია განისაზღვრება მისი მისიითა და ფასეულობებით.
ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ინოვაციების ლიდერი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის შესაქმნელად, რაც განსაზღვრავს ჩვენს მიდგომას ყველაზე თანამედროვე საწარმოო აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებით, ალტერნატიული არხებისა და ბაზრების მუდმივ ძიებასთან, მარკეტინგსა და კომუნიკაციებში კრეატიული გადაწყვეტილებების ფართო გამოყენებასთან, პროდუქტიულობისა და სამუშაო პირობების მკაცრ კონტროლთან, მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით.
ჩვენი ამბიციაა გავხდეთ ევროპაში საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პროდუქციის უდიდესი დისტრიბუტორი, ასევე 5 წლის პერსპექტივაში გავიდეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ბაზრებზე. ამისთვის ჩვენ მიზნად ვისახავთ გვქონდეს ბაზრის არანაკლებ 15% წილი ყველა საკვანძო ქვეყანაში.
ჩვენი მდგრადი განვითარების სტრატეგია ბიზნესის განვითარების სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ, დღეს ჩვენ პოლიმერული პროდუქციის ნარჩენების 100% -ის გადამუშავებას ვაწარმოებთ, ვახდენთ წარმოებაში გამოყენებული წყლის რესურსების სრულ გაწმენდას, ასევე თვეში დაახლოებით 800 ტონა პოლიეთილენს გადავამუშავებთ,რომელიც ჩვენი სანაგვე პარკების წარმოების რესურსს წარმოადგენს. 2020 წელს «ბიოსფერა» იწყებს ბიოპოლიმერული ახალი თაობის პროდუქციის წარმოებას ფრეკენ ბოკ, ლაიKit და PRO service-ის სავაჭრო ნიშნით.